ალექსანდრე ჯეჯელავა: გაკვეთილების რაოდენობა აუცილებლად უნდა შემცირდეს

“წელს პირველად, გვექნება ელექტრონული სახელმძღვანელოები, როგორც ქაღალდის წიგნების ალტერნატივა ანუ იქნება ქაღალდის წიგნებიც და ელექტრონული წიგნებიც”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განუცხადა.
​მინისტრმა მაგალითი მოიყვანა და განმარტა, რომ სახლში მოსწავლე ქაღალდის სახელმძღვანელოთი იმუშავებს, სკოლაში – ელექტრონულს წაიღებს. ჯეჯელავას თქმით, ეს პროცესი ჯერ დაბალი კლასების მოსწავლეებს შეეხებათ, ზედა კლასების მოსწავლეების ჩანთების შემსუბუქება კი შემდგომი წლების ამოცანა იქნება.
“ამაში ბევრი კომპონენტი იგულისხმება: ერთია, რომ ყველა სახელმძღვანელოს ტარება სავალდებულო არ იყოს; მეორე, გაკვეთილების რაოდენობა აუცილებლად უნდა შემცირდეს; მესამე არის, რომ სადაც სქელტანიანი სახელმძღვანელოებია, აუცილებლად უნდა გავყოთ; მეოთხეა, რომ ახალი სახელმძღვანელოები, რომელიც შემოვა, უნდა იყოს წონის სტანდარტის შესაბამისობაში. ეს სტანდარტები ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უკვე შევიმუშავეთ და შესაბამისად, ჩვენი მოსწავლეების ჩანთები წელს უკვე შემსუბუქდება”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები