გუგული მაღრაძე: მწეველთა რაოდენობის მიხედვით, ევროპაში მეორე ქვეყანა ვართ

“ამ კვირაში განვიხილავთ კანონს, რომელიც თამბაქოს მოხმარებას ეხება”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ განაცხადა. გუგული მაღრაძე საზოგადოებრივი თავშეყრისა ადგილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვას ემხრობა, კანონპროექტის მიხედვით, დახურულ შენობებში თამბაქოს მოხმარება აიკრძალება. „მოწევა აიკრძალება ყველა დახურულ სივრცეში, გარდა საცხოვრებელი სახლებისა, სანქციები 2020 წლიდან შეეხება ღია სტადიონებსაც, რადგან ჩვენ ევროპაში მწეველთა რაოდენობის მიხედვით ვართ მეორე ადგილზე, პირველზე რუსეთია. საგულისხმოა, რომ წელიწადში თამბაქოს მოხმარების გამო, 11000 ადამიანი იღუპება, ამ მექანიზმს ჯერ-ჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუწევს კონტროლს“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. ​
გუგული მაღრაძის ინფორმაციით, დამჯარიმებელს უფლება ექნება, სასამართლოს ნებართვის გარეშე გამოწეროს ჯარიმა, რასაც სპეციალური მოწყობილობით გააკონტროლებს. პარლამენტის წევრი თამბაქოს რეკლამირების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ თამბაქოს რეკლამირება დახურულად მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები