საგარეო უწყება სანკტ-პეტერბურგში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაციების გათვალისწინებას ურჩევს

საგარეო საქმეთა სამინისტრო სანკტ-პეტერბურგში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აქართველოს ინტერესების სექციის საკონსულო განყოფილებასთან მაქსიმალურ კოორდინაციისკენ მოუწოდებს.
ამასთან, უწყება საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაციების გათვალისწინებას ურჩევს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, სანკტ- პეტერბურგის მეტროს სადგურებს Сенная площадь-სა და Технологический институт-ს შორის მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში მოქმედებს „ცხელი ხაზი“: +7 926 926 2740.
ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50. ”ამ ეტაპზე რუსეთის მხარე არ ფლობს ინფორმაციას დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ.
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან სანკტ-პეტერბურგში მოვუწოდებთ მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს ინტერესების სექციის საკონსულო განყოფილებასთან და გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაციები”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები