თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში ერთკვირიანი კურსი დაიწყო

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) „ინფორმაციული უსაფრთხოების სტრუქტურის, სტანდარტებისა და ეროვნული რეგულაციის კურსი” გაიხსნა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ერთკვირიანი კურსი სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, როდიონ ქორჩილავამ და ესტონეთის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა კულდარ კესკულამ გახსნეს.
ღონისძიებას, რომელიც სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ორგანიზებით იმართება, სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ინფორმაციული ტექნოლოგიების ის ექსპერტები ესწრებიან, რომლებიც ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბეროპერაციების საკითხებში უშუალოდ არიან ჩართულნი.
კურსის მიმდინარეობისას, მონაწილეები ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების საფუძვლებს, სტრუქტურასა და რეგულაციებს შეისწავლიან, ინფორმაციული უსაფრთხოების სტრუქტურის მარეგულირებელ დოკუმენტებსა და საუკეთესო გამოცდილებასაც გაეცნობიან.
ერთკვირიანი თეორიული კურსის შემდეგ პრაქტიკული კურსი იგეგმება, რომლის დასრულების შემდეგაც მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ. სასწავლო პროგრამას საქართველოში ესტონეთის კიბერშესაძლებლობების განვითარების კომპანია “BHC Laboratory” ესტონეთის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები