თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ნორვეგიელი პარტნიორები ეწვივნენ

 თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტისა და ჯეფერსონის ინსტიტუტის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
უცხოელ სტუმრებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა ნიკოლაშვილმა უმასპინძლა. თავდაცვის სამინიტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მიზანს დისტანციური სწავლების სისტემის ანალიზი და ამ მიმართულებით შესაძლებლობების განვითარება და სამომავლო თანამშრომლობის ეტაპების დაგეგმვა წარმოადგენდა.
ნორვეგიელმა სტუმრებმა შეხვედრისას თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წარმომადგენლებს დისტანციური სწავლების კუთხით საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს. ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებთანაც იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები