სანკტ-პეტერბურგში მოხმდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობა დგინდება

“მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექცია ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ და არიან თუ არა მათ შორის საქართველოს მოქალაქეები”, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ამჟამად რუსეთის ოფიციალური სტრუქტურები ახორციელებენ კონკრეტული პირების იდენტიფიცირებას.
შეგახსენებთ, რომ სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქება მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სულ მცირე, 10 ადამიანია დაღუპული. დაშავებულთა რაოდენობა კი 50-მდე აღწევს. სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის ყველა სადგური დაიხურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები