გიორგი მარგველაშვილი: მარტივ კითხვაზე პასუხს, თუ რატომ უნდა შეიცვალოს პრეზიდენტის არჩევის წესი, არავინ გვაძლევს

“მოვისმინეთ ვერსიები, თუ როგორ უნდა აირჩეს პრეზიდენტი, მაგრამ მარტივ კითხვაზე პასუხს, თუ რატომ უნდა შეიცვალოს არსებული წესი, არავინ გვაძლევს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, კარგად უნდა იქნას ახსნილი, თუ რატომ უნდა შეიცვალოს არსებული წესი.

​”ჩვენ 25 წლის წინ დავამკვიდრეთ ტრადიცია, რომ საქართველოს მოქალაქეები ირჩევენ საქართველოს პრეზიდენტს. თუ ტრადიციას ვცვლით, ამომრჩეველს ვაცლით ამ უფლებას და გადავცემთ სხვას, ჯერ კარგად უნდა ამიხსნათ, რატომ იცვლება ეს წესი. ამისთვის არავითარი არგუმენტი არ მოგვისმენია. მოვისმინეთ ვერსიები, თუ როგორ უნდა აირჩეს პრეზიდენტი, მაგრამ მარტივ კითხვაზე პასუხს, თუ რატომ უნდა შეიცვალოს არსებული წესი, არავინ გვაძლევს. ბუნებრივია, ამის მიმართ საზოგადოებას კითხვის ნიშნები აქვს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები