გიორგი მარგველაშვილი ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრი ინე ერიქსენ სორეიდესი მიიღო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ნორვეგიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა ნორვეგიის მიერ საქართველოს ეროვნული გვარდიისგანვითარების პროცესში შეტანილ წვლილზე და საქართველოსა და ნორვეგიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 5 წლიან ურთიერთობაზე, რომლის პრიორიტეტულ მიმართულებებსაც სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობა და ერთობლივი სამხედრო წვრთნების ორგანიზება წარმოადგენს.
საქართველოს პრეზიდენტმა სტუმარს მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ნორვეგიის ჩართულობისათვის, საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შემნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები