გელა ხვედელიძეს ოპერაციისთვის ამზადებენ

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეს ორი ოპერაცია სჭირდება.
ამის შესახებ მისმა მეუღლემ, მარეხ ფერაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, მის მეუღლეს ოპერაცია თვალსა და ყბაზე უნდა გაუკეთდეს.
ფერაძის ინფორმაციით, ხვედელიძეს ოპერაციისთვის უკვე ამზადებენ.
ამ წუთებში ფერაძე გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობს. ფერაძის დაკითხვა კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” მიმდინარეობს, სადაც შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, გელა ხვედელიძეა მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები