გოგა ჩანადირი კამპანიის – „გადავარჩინოთ ბზა“ დაწყების ინიციატივით გამოდის

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი კამპანიის – „გადავარჩინოთ ბზა“ დაწყების ინიციატივით გამოდის. როგორც ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჩანადირი წერს, საქართველოში ბზა, დაავადების გამო, სავალალო მდგომარეობაშია. სწორედ ამიტომ, იგი საზოგადოებას ბზობის დღესასწაულის აღნიშვნას მცირე ზომის ბზის ტოტებით მოუწოდებს.
„ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ბზა საქართველოში. დაავადების გამო, გაჩანაგებულია დასავლეთ საქართველოს ტყეები. ამას ემატება ბზობის დღესასწაულზე დიდი ოდენობით მოჭრილი ბზაც. ეს მცენარე ნელა იზრდება, ჩვენ კი 1 დღეში ვჭრით 10 წლის რტოს. ჩემი რწმენით, იესო მისდამი ჩვენს სიყვარულს ბზის რტოს სიდიდით არ განსაზღვრავს. მასთან შესახვედრად, ფრჩხილისტოლა რტოც სრულიად საკმარისია. ასე შევხვდი წინა ბზობებს და წელსაც ასე შევხვდები. და კიდევ, ბზობას ცოცხალი ბზით შევხვდეთ, ყოველ მომდევნო დღესასწაულზე კი ბავშვებთან ერთად გადავრგოთ და ასე შევქმნათ აღდგომის პარკები. მიდის მუშაობა, რომ ამისთვის ადგილები გამოიყოს. ეს ბზა “თბილსერვისის” ხელშეწყობით 9 აპრილის ბაღში დავრგე. გადავარჩინოთ ბზა“,- წერს ჩანადირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები