ანა დოლიძე: პრეზიდენტი თავის ყოველწლიურ გამოსვლაში მოსახლეობისთვის ყველა საჭირბოროტო საკითხს შეეხება

„პრეზიდენტი თავის ყოველწლიურ გამოსვლაში მოსახლეობისთვის ყველა საჭირბოროტო საკითხს შეეხება“, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. იგი მიესალმება იმ გადაწყვეტილებას, რომ პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით, შინაარსობრივი, ღრმა და გაცხოველებული დებატები მოეწყოს.
„დემოკრატიულ ქვეყანაში სწორედ პარლამენტი არის პოლიტიკური ცხოვრების ეპიცენტრი. მაშინ როდესაც საუბარია იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ ნელ-ნელა თავი მიჰყავს თვითიზოლაციისკენ, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით გადაწყვეტილებას, რომ პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით, მოეწყოს შინაარსობრივი, ღრმა და გაცხოველებული დებატები. პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა ეხმიანება ყველა საჭირბოროტო საკითხს, თემებს, რომლებიც შეიძლება, აწუხებდეს ჩვენს ხალხს. პირველ რიგში, ეს არის ეკონომიკა და ეკონომიკური განვითარება, სოციალური საკითხები, სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები და ასე შემდეგ, ანუ ყველაფერი, რაც ქართველ ხალხს ადარდებს, პრეზიდენტის გამოსვლაში იქნება ასახული“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები