ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: მარტში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 13,1%-ით გაიზარდა

2017 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს 511 045 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 13,1%-ით – 59 308-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მარტის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 219 642 შეადგინა, რაც 28,6%-ით – 48 807-ით მეტია 2016 წლის მარტის მაჩვენებლებზე.
2017 წლის მარტში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+11.1%), სომხეთიდან (+11.2%), თურქეთიდან (-17.1%), რუსეთიდან (+16.5%) და ირანიდან (+194.8%) განხორციელდა.
​ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, მარტში გამოირჩნენ პოლონეთი +39%, საფრანგეთი +38%, გერმანია +19%, საბერძნეთი +18% და ლიტვა +17%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ირანიდან +195%, ინდოეთიდან +182%, ეგვიპტიდან +119%, უზბეკეთიდან +97% და ისრაელიდან +93%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები