გიორგი მღებრიშვილი ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა მინისტრს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ინდონეზიის რესპუბლიკის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა მინისტრს, იასონნა ლაოლის შეხვდა. შს სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ინდონეზიას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს მტკიცე სურვილი, გააძლიეროს ორმხრივი თანამშრომლობა ინდონეზიის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან. უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს პროცედურები ინდონეზიის ეროვნულ პოლიციასთან თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის გასაფორმებლად“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. ​
საქართველოს შს მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ორგანიზებული და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
გიორგი მღებრიშვილმა ინდონეზიის რესპუბლიკის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა მინისტრს საქართველოს შს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, მათ შორის, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის და კრიმინალური პოლიციის რეფორმირების პროექტები, მან ასევე, ერთობლივი ოპერაციების მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური ცენტრის შესახებ ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები