გიორგი ახვლედიანი: თუ ხელისუფლება არ მიიღებს ჩვენს წინადადებებს, მაშინ დავტოვებთ კომისიას

“15 კვალიფიციური ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო კომისიაში განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით კონფერენციას გამართავს”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ახვლედიანმა განაცხადა. ​ახვლედიანის ინფორმაციით, „რედისონში“ ოპოზიციური პარტიებისგან შექმნილი საკოორდინაციო საბჭო იმ პროგრამების პრეზენტაციას მოაწყობს, რომლებიც საარჩევნო სისტემას უკავშირდება.
„ჩვენ ვაპირებთ იმ პროგრამების პრეზენტაციას, თუ როგორ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი და რა უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემაში. ჩვენ ხელისუფლებას 15 აპრილამდე მივცემთ დროს, რომ გაეცნონ ჩვენს პროგრამას. თუ ხელისუფლება იტყვის, რომ არაა მზად ჩვენი წინადადების მისაღებად, მაშინ გამოდის, რომ ჩვენს ყოფნას საკონსტიტუციო კომისიაში აზრი არ აქვს და მაშინ დავტოვებთ საკონსტიტუციო კომისიას“,-განაცხადა გიორგი ახვლედიანმა. ​ახვლედიანი ქუჩის აქციებსაც არ გამორიცხავს და ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ჩაშლის შემთხვევაში, რადიკალური ნაბიჯების გადადგმას აანონსებს.
„პოლიტიკური პარტიების რეაქცია, იმ შეთხვევაში, თუ ხელისუფლება არ წამოვიდა თანამშრომლობაზე, იქნება ის, რომ ოპოზიციურ პარტიებს ქუჩაში გაიყვანს, მე ვერ დავაანონსებ, ეს რამდენ ხანში მოხდება, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ოპოზიციური სპექტრი ნამდვილად იმსჯელებს“,- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები