თბილისის ცენტრალურ ქუჩებსა და სკვერებში სისუფთავეს 20 ინსპექტორი გააკონტროლებს

თბილისის ქუჩებში დღეიდან, ინსპექტორები გამოჩნდნენ, რომლებიც დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში არსებულ ქუჩებსა და სკვერებში სისუფთავეს გააკონტროლებენ. ინსპექტორებმა დღეს, საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს და მოსალოდნელი ჯარიმების ამოქმედების შესახებ მოსახლეობა გააფრთხილეს, ხოლო გარემოს დამბინძურებლებს ფულად ჯარიმას 2 კვირის შემდეგ დააკისრებენ. ინსპექტორები შპს “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლები არიან.
როგორც “სითი კვირას” “თბილსერვისში” განუცხადეს, ინსპექტორები სპეციალურ, ლურჯ ფორმებში იქნებიან გამოწყობილნი და ძირითადად, თბილისის ცენტრალურ უბნებსა და ტურისტულ ზონებში იმოძრავებენ, ასევე, შიდა ეზოებში. აღჭურვილნი იქნებიან ვიდეო კამერით და ფოტო აპარატით, თან ექნებათ ელექტროსასწორი, რის მიხედვითაც განსაზღვრავენ ნარჩენების წონას და შესაბამისი ოდენობის ჯარიმას გამოწერენ, რომელსაც მოქალაქე ბანკში გადაიხდის. მისი მხრიდან წინააღმდეგობის შემთხვევაში, ინსპექტორებს საპატრულო პოლიციის გამოძახების უფლება აქვთ.  17690584_1575203349171469_938457414_n“ქალაქში 10 წყვილი ინსპექტორი იმოძრავებს. წყვილი შედგება “თბილსერვისის” ორი, ქალი და მამაკაცი თანამშრომლისგან. ყველას თავისი სამოძრაო ტერიტორია აქვს განსაზღვრული. სამსახური ახლა შეიქმნა და დამატებით ახალი თანამშრომლები ავიყვანეთ“, – განაცხადეს „თბილსერვისში“.
მათივე ინფორმაციით, ინსპექტორის სამუშაო საათები საჭიროების მიხედვით გადანაწილდება.
​ჯარიმების ოდენობას რაც შეეხება, როგორც „თბილსერვისში“ განმარტავენ, ავტომობილიდან ნაგვის დაყრას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს, ქვეითი ინსპექტორი კი, მხოლოდ იმ მოქალაქეებს გააკონტროლებს, რომლებიც ქვეითად გადაადგილებისას, ან შინაური ცხოველის გასეირნებისას დააბინძურებენ ქალაქს. პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ მოქალაქეს, რომელიც დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს, მისი ცხოველის ფეკალიით დაბინძურებულ ადგილს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი 50 ლარით დაჯარიმდება. 17760573_1575207369171067_637436899_nგარემოს დანაგვიანება ისჯება კანონით და განისაზღვრება ჯარიმების შემდეგნაირი ოდენობით: 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 100 ლარით; 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 150 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 500 ლარით.
​ასევე, იკრძალება დედაქალაქის ავტომობილის საბურავებითა და სახიფათო ნარჩენებით დაბინძურება. ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანებისთვის, ველოსიპედის საბურავის გარდა ჯარიმა 150 ლარით, ხუთი ერთეული, ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება, ველოსიპედის საბურავის გარდა – 500 ლარით განისაზღვრება.
მკაცრი სანქციები იმოქმედებს გარემოს სახიფათო ნარჩენებით დანაგვიანების შემთხვევაში.
​როგორც “თბილსერვის ჯგუფში” განმარტავენ, მსგავსი ნარჩენების კონტეინერის გარეშე გადაყრის შემთხვევაში ფიზიკური პირი – 400 ლარით, ხოლო იურიდიული პირი -1000 ლარით დაჯარიმდება. “შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად უფლებამოსილია შეადგინოს საჯარიმო ოქმი”, -აცხადებენ “თბილსერვისში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები