გიორგი ახვლედიანი: ვენეციის კომისიის წევრები გაოცებულნი არიან, რატომ იცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი

“მე ვთვლი, რომ ხალხს უნ და ჰქონდეს ეუფლება თვითონ აირჩიოს პრეზიდენტი”, – ამის შესახებ„კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ახვლედიანმა განაცხადა.
​ახვლედიანის ინფორმაციით, ვენეციის კომისიისთვის მიუღებელია ის ცვლილებები, რასაც საკონსტიტუციო კომისია გეგმავს. ახვლედიანი იმ საკითხებს აკონკრეტებს, რომელთა შეცვლასაც საკონსტიტუციო კომისია გეგმავს, ეს ეხება პრეზიდენტის არჩევის წესსა და დარჩენილი მანდატების გადანაწილების საკითხს.
„ვენეციის კომისიის წევრები გაოცებულნი არიან, რატომ იცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი, როცა ხალხს ეს უფლება აქვს, უნდა დავუტოვოთ ისევ ხალხს, რადგან ჩვენს ქვეყანაში წლებია ამის ტრადიცია არსებობს. ვენეციის კომისია არ არის ის ორგანო, მკაცრ დავალებას აძლევდეს ხელისუფლებას და შემდეგ ამ დავალების შესრულებას ითხოვდეს, ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის განცხადებები მხოლოდ. ჩემთვის ასევე გაუგებარია, რატომ უნდა რჩებოდეს გადასანაწილებელი მანდატები გამარჯვებულ პარტიას, რს უნდა გვარდებოდეს პოლიტიკური კონსენსუსით“,-განაცხადა გიორგი ახვლედიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები