ირაკლი კობახიძე ფილიპინების სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

ბანგლადეშში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს შეხვედრა ფილიპინების სენატის თავმჯდომარესთან, აკუილინო პიმენტელ III-სთან გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფილიპინების სენატის თავმჯდომარეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შექმნა და ამ ფორმატში აქტიური თანამშრომლობა შესთავაზა. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, მეგობრობის ჯგუფების ფორმატში თანამშრომლობა, გაცვლითი ვიზიტები და გამოცდილების გაზიარება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
ქართულმა მხარემ ფილიპინების სენატის თავმჯდომარეს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და შესაბამისი გამოცდილების გაზიარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები