ლონდონში, ეკა ბესელია და ირაკლი სესიაშვილი საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაში მონაწილეობენ

ლონდონში, ვესტმინსტერის სასახლეში ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების დღესთან დაკავშირებით, საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაში, რომელიც ვესტმინსტერის დემოკრატიული ფონდის ორგანიზებით მიმდინარეობს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მონაწილეობენ.

საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია ყოველ წელს იმართება საპარლამენტო თანამეგობრობის ასოციაციის დიდი ბრიტანეთის ფილიალის მასპინძლობით, რომელიც თავს უყრის ერთად პარლამენტარებს მთელი მსოფლიოდან იმისათვის, რომ შეისწავლონ განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხები. გუშინ, საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციის გახსნის დროს, დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო თანამეგობრობის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდრიუ თაგიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წლევანდელ კონფერენცია ყველაზე წარმომადგენლობითია და მასში 37 ქვეყნიდან 90 დელეგატი მონაწილეობს. ენდრიუ თაგიმ განაცხადა, რომ მიუხედავად გასულ კვირას პარლამენტზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმისა, საპარლამენტო ცხოვრება ვესტმისტერში, ყველაფრის მიუხედავად, გაგრძელდება. ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვა შესავალი კომენტარების შემდეგ, საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია ოფიციალურად სახელმწიფო თავდაცვის მდივანმა, პარლამენტის წევრმა, მაიკლ ფელონმა გახსნა.

მან მოხსენება გასულ კვირას ვესტმისტერზე მომხდარ თავდასხმაზე საუბრით დაიწყო. მაიკლ ფელონმა ხაზი გაუსვა მსხვერპლთა საერთაშორისო ბუნებას, რომლებიც წარმოადგენდნენ საფრანგეთის, ამერიკის, რუმინეთის, სამხრეთ კორეისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს. მან განაცხადა, რომ ვესტმისტერზე თავდასხმა იყო არა მხოლოდ კონკრეტულ პირებზე თავდასხმა, არამედ, განხეთქილების ჩამოგდების მცდელობა.

,,ჩვენ ვართ იმაზე უფრო ერთიანი ვიდრე ოდესმე ჩვენი ცხოვრების წესის დასაცავად“, -მიმართა სახელმწიფო თავდაცვის მდივანმა კონფერენციის დელეგატებს.

მაიკლ ფელონმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო კავშირების მნიშვნელობას, მათ შორის თანამეგობრობის მნიშვნელობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებაში.

თანამეგობრობის ისტორია, ისევე, როგორც მისი ქარტია, რომელიც აყალიბებს ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებას, მშვიდობასა და სტაბილურობას, ნიშნავს, რომ 52 ქვეყნის კავშირს შეუძლია, ითამაშონ მნიშვნელოვანი როლი გლობალური თვალსაზრისით. მოხსენების დასასრულს, სახელმწიფო თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ დემოკრატია არის „უდიდესი იარაღი აგრესიის, ტერორიზმისა და ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეების წინააღმდეგ“.

გლობალურ კონტექსტში განხილვა კონფერენციის პირველი სესიის მიზანი იყო გადმოცემული ყოფილიყო ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხები გლობალურ ჭრილში. მომხსენებელმა, რომელმაც სესია გახსნა, მოხსენება გააკეთა ეროვნული უსაფრთხოების თანამედროვე ტენდენციების შესახებ და ყურადღება გაამახვილა იმ გზაზე, რომლითაც მსოფლიო გახდა უფრო ურთიერთდამოკიდებული. მოსახლეობის შერევა, მსოფლიო ვაჭრობა და ინტერნეტი მიჩნეული იქნა ტალღოვანი ეფექტის მქონე მოვლენებად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მეორე მომხსენებელმა ისაუბრა ტერორიზმის შესახებ. მან აღინიშნა, რომ მაშინ, როდესაც ტერორიზმი არის იაფი და მარტივი ინსტრუმენტი იმათთვის, ვისაც სურს მისი გამოყენება საკუთარი მიზნებისათვის, ტერორიზმის რეალური საფრთხე – მიუხედავად საზოგადოების აღქმისა – შედარებით მცირეა.

სესიის ბოლო მომხსენებელმა ისაუბრა კიბერუსაფრთხოების საკითხზე. იმის გათვალისწინებით რომ კიბერდანაშაულისა და კიბერტერორიზმის შემთხვევები იზრდება, ხაზგასმით აღინიშნა პარლამენტარების პროაქტიური როლი, რომელიც საჭიროა თანამედროვე ციფრული სივრცის დასაცავად. დისკუსიის შედეგად აღინიშნა, რომ საჭიროა კიბერუსაფრთხოების თაობაზე ცნობიერების ამაღლება კიბერდანაშაულთან მიმართებით სწორი მიდგომების გამოყენებით, და არა ინტერნეტის გათიშვით. მისივე თქმით, მომხმარებლების განათლება არის ის სფერო, სადაც პარლამენტარებს აქტიური როლი შეუძლიათ ითამაშონ. დელეგატებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნის თაობაზე ინფორმაციას, როგორც კონკრეტული მაგალითი და საბჭოს წევრების, მრჩევლებისა და მეცნიერების ჩართულობით გაეგოთ უფრო მეტი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. დებატები სპიკერის სახლში სესიის დასრულების შემდეგ, დელეგატებმა პარლამენტში გადაინაცვლეს, სადაც გაიმართა დებატები თემაზე: „უნდა ჰქონდეთ თუ არა საომარი ძალაუფლება პარლამენტებს“.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარის, ჯონ ბერკოუს მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, პანელის მონაწილეებმა დებატები გამართეს, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარის სახელით მიღება გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, ჩანაწერების წიგნში ბრიტანელი ხალხის მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის თაობაზე ჩანაწერი გააკეთა. ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების დღესთან დაკავშირებით, საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია, რომელიც გუშინ გაიხსნა, მუშაობას 31 მარტს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები