ლაშა გოლუბიანი: ირაკლი შიხიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს დეზინფორმაციის გავრცელება

“აუდიტის დასკვნაში არსად არაა მითითებული, რომ შიხიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის ნიშნები იკვეთება”,- ამის შესახებ „კვირას“პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსის, ირაკლი შიხიაშვილის ადვოკატმა, ლაშა გოლუბიანმა განცხადა.
​ადვოკატის ინფორმაციით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შიხიაშვილმა ვეტერანების პერსონალური მონაცემები უცხო ქვეყნების სამსახურებს გადასცა, დეზინფორმაციაა.
„ირაკლი შიხიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს მან უცხო ქვეყნების სამსახურებს გადასცა ინფორმაცია ვეტერანებზე. აუდიტის დასკვნაში არსად არ იკითხება, რომ შიხიაშვილის მიმართ სისიხლის სამართლის ნიშნები იკვეთება, ამ დასკვნაში არის მხოლოდ რეკომენდაციები და საუბარია ხარჯთაღრიცხვებზე. აქ არის უბრალოდ, რეკომენდაციები, რომ მოქმედმა ხელმძღვანელობამ ან შემდგომმა ხელმძღვანელობამ გაითვალისწინოს რეკომენდაციები და როცა ჟურნალისტები ამით აპელირებენ, უბრალოდ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. აღნიშნულ კომპანიასთან შიხიაშვილმა გააფორმა მემორანდუმი, რომელიც მხოლოდ სიკეთის მომტანი იყო, ამ შემთხვევაში, ვეტერანებმა თვითონ გამოთქვეს სურვილი, გადაცემული ყოფილიყო ის ელემენტარული მონაცემები, რაც ნებისმიერ ბანკს გააჩნია“, – განაცხადა ლაშა გოლუბიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები