ლატვიის პრეზიდენტი: ლატვია გმობს ქმედებებს, რომლის მიზანია, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

“ლატვია გმობს ქმედებებს, რომლის მიზანიც არის, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას” – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ლატვიის პრეზიდენტმა, რაიმონდს ვეიონისმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ლატვია ასევე გმობს ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და „რეფერენდუმს“, რომელიც ჩატარდა სეპარატისტულ რეგიონებში.
„ლატვია გმობს ქმედებებს, რომლის მიზანიც არის, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ე.წ. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს, ლატვია ასევე გმობს ე.წ. რეფერენდუმს, რომელიც ჩატარდა ამ სეპარატისტულ რეგიონებში, მიიჩნევს ამ ქმედებებს უკანონოდ და არასოდეს აღიარებს მას და ის არასდროს არ იქნება აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.
როგორც რაიმონდ ვეიონისიმ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.
„მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ქვეყანა თავისუფალი იყოს ნებისმიერი ტიპის უცხოური ჯარისაგან, საუბარია მეზობელ ქვეყნებზე“, – აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები