ზვიად ძიძიგური: დადგა ის დღე, როცა საქართველოს ყველა ულოცავს ვიზალიბერალიზაციას

 “ეს არაა საკითხი, რომელიც უნდა აღვიქვათ მხოლოდ ევროპაში გასასეირნებლად”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა ვიზალიბერალიცაზიასთან დაკავშირებით „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პორესკონფერენციაზე განაცხადა.
დეპუტატმა ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, რაც მოხდა საქართველოსთან მიმართებაში, ქვეყანას ევროპაში თავისი ადგილის დამკვიდრებაში ხელს შეუწყობს. ზვიად ძიძიგურმა საზოგადოებას და ხელისუფლებას „კვირას“ პრესკლუბიდან შენგენის ზონაში საქართველოს გაწევრიანება კიდევ ერთხელ მიულოცა.
„ეს არის გაცილებით დიდი მნიშვნელობის მქონე აქტი, რომელიც გამოიწვევს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებას. დადგა ის დღე, როცა საქართველოს ყველა ულოცავს ვიზალიბერალიზაციას, ამ ფაქტით გაიზარდა საქართველოს სანდოობის ხარისხი ევროპაშიც. დღეს ჩვენ გვილოცავენ ევროპა და ჩვენი მეზობელი ქვეყნები. რეგულაციები ახლავს ამ საკითხს, რასაკვირველია, არის საკმაოდ მკაცრი სანქციები წესების დარღვევის შემთხვევაში, ამიტომ მე ყველას ვურჩევდი, რომ ამ ტიპის დარღვევებისგან თავი შეიკავონ, მაგრამ მე ვიცი, რომ საქართველოს მოქალაქეები პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ დიდი სიკეთეს და რისკებთან საუბარი ჩვენ არ მოგვიწევს, რადგან ამ მოვლენამ უნდა განავითაროს ჩვენი ქვეყანა და თითოეულ მოქალაქეს კეთილდღეობა უნდა მოუტანოს“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები