ზვიად ძიძიგური: საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით კონსულტაციები გუნდის შიგნით ხვალ გაიმართება

“საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით კონსულტაციები გუნდის შიგნით ჯერ არ გაგვიმართავს”,-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
ძიძიგური უმრავლესობის წინადადებას დარჩენილ მანდატებთან დაკავშირებით გამართლებულად თვლის და აცხადებს, რომ გადაუნაწილებელი მანდატები პირველ ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალას უნდა დარჩეს. მისი თქმით, კონსულტაციები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გუნდის შიგნით ხვალ გაიმართება.„საქართველოს პარლამენტში არიან დეპუტატები,რომლებიც არ უჭერენ მხარს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, ამიტომ კონსულტაციები ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ჯერ წინ გვაქვს, რაც შეეხება უმრავლესობის წინადადებას, რომ გადაუნაწილებელი მანდატები პირველ ადგილზე გასულ გუნდს დარჩეს, მე გამართლებულად მიმაჩნია, რადგან ეს საჭიროა ქვეყნის სტაბილურობისთვის. მთავრობა უნდა დააკომპლექტოს ერთმა გუნდმა. როგორ გესახებათ, რომ „ქართული ოცნება“ მთავრობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად აკომპლექტებდეს?“- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები