დავით სერგეენკო: სადაზღვევო ინდუსტრიამ ნათლად გაწერილ სტრატეგიულ ცვლილებებში აქტიური მონაწილეობის მიღების მზადყოფნა გამოხატა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისა და ათამდე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო. დავით სერგეენკოსა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
​შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
“ეს არის ძალიან ნათლად და გამჭვირვალედ გაწერილი წესები, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის სისტემა იმუშავებს. რაც შეეხება დასაზუსტებელ დეტალებს, ეს უკვე ტექნიკური საკითხებია და ვფიქრობ, სამუშაო რეჟიმში, საბოლოოდ, ჩამოვყალიბდებით. სტრატეგიული ცვლილებები განხილვას არ ექვემდებარება. ეს არის რამდენიმე წლის განმავლობაში შემუშავებული რეფორმების კიდევ ერთი ტალღა. სადაზღვევო ინდუსტრიამ გამოხატა მზადყოფნა, რომ ამ ნათლად გაწერილ სტრატეგიულ ცვლილებებში აქტიური მონაწილეობა მიიღონ, აქტიური ჩართულობა გამოამჟღავნონ, რაც ძალიან მისასალმებელია. ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა წარმატებით გაგრძელდება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები