ჯაბა სამუშიამ ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

“ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულებთან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბოლო ორი კვირაა შეხვედრები იმართება”, – ამის შესახებ განცხადება თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ჯაბა სამუშიამ გააკეთა.
მისივე თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტი პროცესში თავიდანვე იყო ჩართული და ამ ეტაპზე, გარკვეული ერთჯერადი ფინანსური დახმარების დროულად გაწევის მიზნით, დაზარალებულთა სიების დაზუსტება მიმდინარეობს.
„სიების დაზუსტების პროცესი, რომელშიც თავად ხანძრის შედეგად დაზარალებულები და ადმინისტრაცია მონაწილეობს, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, გაგრძელდა’’,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
თავად დაზარალებულების განცხადებით კი სიების თავდაპირველ ვარიანტში ისეთი ადამიანებიც მოხვდნენ, რომლებმაც საკუთარი პროდუქცია ხანძრისგან გადაარჩინეს და შესაბამისად, არანაირი მატერიალური ზარალი არ განუცდიათ.
როგორც დეპუტატმა განმარტა, თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ზარალის რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მისი სრულად ანაზღაურება დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს კომპეტენციას არ განეკუთვნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები