დღეს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

დღეს, საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს, 17:00 საათზე დაიწყება, სადაც ოთხ საკითხს განიხილავენ.
განსახილველ საკითხებს შორის შედის: შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო; საქართველო-ნატო; რეფორმები თავდაცვის სამინისტროში და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე და საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა: „საქართველოს ეროვნული უშიშროება – ერთიანი ეროვნული მიდგომა“.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად, მიწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები