ხვალ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ხვალ, 23 მარტს, 17.00 საათზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დაინიშნა.
როგორც „კვირას“ უშიშროების საბჭოს აპარატიდან აცნობეს, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ოთხი საკითხის განხილვა. ესენია:
1. შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მომხსენებელი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, თანამომხსენებლები: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია;
2. საქართველო-ნატო: 2.1 საქართველოს მონაწილეობა შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში და თანამშრომლობის ფორმატები; 2.2. საქართველო-ნატოს პარტნიორობის დღის წესრიგი, მომხსენებელი – დავით დონდუა, თანამომხსენებლები: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, დავით რაქვიაშვილი;
3. რეფორმები თავდაცვის სამინისტროში, მომხსენებელი – ლევან იზორია, თანამომხსენებელი – ვლადიმერ ჩაჩიბაია;
4. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე და საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა: „საქართველოს ეროვნული უშიშროება – ერთიანი ეროვნული მიდგომა“, მომხსენებელი – დავით რაქვიაშვილი.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.
საბჭოს სხდომა 23 მარტს 17:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები