სოფო კილაძე ელენე ხოშტარიას : თქვენ ნამდვილად არ უნდა საუბრობდეთ ნარკოტიკების ჩადებაზე

„თქვენ ნამდვილად არ უნდა საუბრობდეთ ნარკოტიკების ჩადებაზე“, – ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო კილაძემ „ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო დეპუტატს, ელენე ხოშტარიას.
როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში განაცხადა, მასთან შეხვედრაზე ყოფილი ხელისუფლების მიერ რეპრესირებული უამრავი მოქალაქე მიდის, რომლებიც ყოფილი პოლიციელების მიერ ნარკოტიკების „ჩადებაზე“ საუბრობენ. მისივე თქმით, დღეს ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, პასუხისმგებელია იმაზე, რომ დაისაჯოს ყველა ის ადამიანი და თანამდებობის პირი, რომლებიც რამეს დააშავებენ.
„რაც შეეხება ქალბატონ ელენეს, ახლა ვუსმენდი და მეგონა, რომ ქალბატონი ელენე თავის თავს და თავის გუნდს ელაპარაკებოდა, როდესაც ნარკოტიკების ჩადებაზე საუბრობდა. მე ძალიან კარგად მახსოვს და სხვათაშორის, ჩემთან, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, უამრავი ადამიანი მოდის, რეპრესირებულები თქვენს დროს, თქვენი პოლიციის მიერ, მოდის და ჩივიან სწორედ იმაზე, რომ წლები ადამიანებმა გაატარეს სწორედ ამ ნარკოტიკების ჩადების გამო საპატიმროებში და იმ გაუსაძლის საპატიმროებში, რომლებიც იყო თქვენს დროს. თქვენგან განსხვავებით, დღეს თუ ვინმე რამეს დააშავებს, ჩვენი გუნდი მთლიანად, ჩვენი პრემიერის ხელმძღვანელობით, და მეც, რა თქმა უნდა, როგორც ამ გუნდის შემადგენელი ნაწილი, ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ დაისაჯოს ყველა ადამიანი და არაერთი გინახავთ, არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობის პირს, თუ ვინმე რამეს დააშავებს, აუცილებლად მიეცემა პასუხისგებაში. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და ამას ვაკეთებთ ჩვენ, თქვნეგან განსხვავებით. ნამდვილად არ უნდა საუბრობდეთ, მართლა უტიფრად ნარკოტიკების ჩადებაზე. ყველაფერი შეიძლება თქვას ადამიანმა, როგორც უპასუხისმგებლო განცხადებებსაც ვისმენთ და მართლა ზოგიერთ ადამიანი რომ გაექცეს პასუხისმგებლობას, ამიტომ აკეთებს რაღაც განცხადებებს, მაგრამ თუ ვინმე რამეს დააშავებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას ადეკვატური პასუხი უნდა გავცეთ, მაგრამ თქვენ ნამდვილად არ უნდა საუბრობდეთ ნარკოტიკების ჩადებაზე“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მოუწოდა ნარკოტიკების ჩადებაზე არ დახუჭონ თავლები.
„მეგობრებო, თქვენ მოხვედით ხელისუფლებაში ლიბერალიზაციის და სამართლიანობის ლოზუნგით და ყველა ამ მიმართულებით თქვენ ჩათვალეთ, რომ უნდა შეიქმნათ კომფორტის ზონა, ძალაუფლებით ტკბობის სივრცე და არ ისწავლოთ არც ერთ შეცდომაზე წარსულიდან. ჩვენ პირდაპირ ეთერში მოვისმინეთ უტყუარი ფაქტები, ძალიან საეჭვო განცხადებები ადამიანების წინასწარი მუქარის შესახებ, მოწმეებზე ზეწოლის შესახებ. ნუ ჩაიკეტებით პარლამენტში, ნუ დახუჭავთ თვალს უსამართლობაზე და როგორც დეპუტატები, რომლებიც ვალდებული ხართ ხალხის და არა ბიძინა ივანიშვილის წინაშე, გაეცით პასუხები რეპრესიული პოლიტიკის შესახებ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები