პარლამენტის სესია გაიხსნა – განმეორებითი კენჭისყრის შედეგად კვორუმი შედგა

პარლამენტში, მორიგი განმეორებითი კენჭისყრის შედეგად, კვორუმი შედგა. პლენარული სხდომა გაიხსნა. ამ წუთებში, რეგლამენტის გათვალისწინებით, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, პოლიტიკური განცხადებები კეთდება, რომლისთვისაც ერთი საათია გამოყოფილი.
პარლამენტის პლენარული სხდომა, კვორუმის არარსებობის გამო, დღეს 12 საათზე ვერ გაიხსნა. კენჭისყრის დროს, პარლამენტში რეგისტრაცია მხოლოდ 67-მა დეპუტატმა გაიარა. განმეორებითი კენჭისყრა ერთი საათის შემდეგ გაიმართა.
სესიაზე დეპუტატებმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე უნდა იმსჯელონ. მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები