„თუ პოლიტიკური ოპონენტი გებრძვის და მის შვილს ან ახლობელს რაიმეს ჩაუდებ, დამიჯერეთ, ოპონენტი ერთი ათად გაძლიერდება“

“თუ პოლიტიკური ოპონენტი გებრძვის და მის შვილს ან ახლობელს რაიმეს ჩაუდებ, დამიჯერეთ, ოპონენტი ერთი ათად გაძლიერდება”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პრეზიდენტის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ მის ახლობლებზე ზეწოლა მიმდინარეობს.
​ვოლსკის შეფასებით, ძალიან სულელური სტრატეგია იქნებოდა, რომ ადამიანს, რომელიც გებრძვის მთელი ძალებით, ყველანაირი მეთოდით, კიდევ უფრო მეტი შანსი და რესურსი მისცე, რომ ეს ბრძოლა უფრო ინტენსიური გახადოს.
”ეს ძალიან პრიმიტიულია – თუ პოლიტიკური ოპონენტი გებრძვის და მის შვილს ან ახლობელს რაიმეს ჩაუდებ, დამიჯერეთ, ის პოლიტიკური ოპონენტი კიდევ ერთი ათად გაძლიერდება. მე გარწმუნებთ, ეს ასე არ ხდება. თუ ხელისუფალი ამაზე წამსვლელია, მაშინ მისი რაციონალურობის საკითხი დგება. როდესაც ”ნაციონალური მოძრაობა” ამას აკეთებდა, ანადგურებდა თავისი მოწინააღმდეგეების მთელ სპექტრს, მათ შორის ჯანმრთელობის მოშლის მეშვეობით, მაშინ ეს იყო პოლიტიკური ნება, ეს იყო პოლიტიკური დამოკიდებულება ოპონენტისადმი და ეს იყო სტრატეგია. ხელისუფლებას ასეთი პოლიტიკური ნება რომ ჰქონდეს, ძალიან სულელური სტრატეგია იქნებოდა, რომ ადამიანს, რომელიც გებრძვის მთელი ძალებით, ყველანაირი მეთოდით, კიდევ უფრო მეტი შანსი და რესურსი მისცე, რომ ეს ბრძოლა უფრო ინტენსიური გახადოს. გამწარების მცდელობა ბავშვურია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები