უბედური შემთხვევა ქუთაისში – კორპუსის სახურავიდან გადმოვარდნილმა აგურმა 12 წლის გოგონა იმსხვერპლა

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, კორპუსის სახურავიდან გადმოვარდნილმა აგურმა 12 წლის გოგონა იმსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, გოგონა სადარბაზოსთან მშობლებთან ერთად იმყოფებოდა. ისინი შვილს გორგოლაჭებით სრიალს ასწავლიდნენ, როდესაც აგური გადმოვარდა და ბავშვს დაეცა.
დაშავებული გოგონა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები