გურიაში 28 წლის მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

გურიაში, სოფელ ნიგვზიანში 28 წლის მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბიჭს ყურსასმენი ეკეთა და სიგნალის ხმა ვერ გაიგო.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები