“ჩინეთი ეწინააღმდეგება ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ხელყოფს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა, – იტყობინება CNN-ი.
„სამხედრო კონფლიქტი პრობლემების გადაჭრის გზა არ არის, ხოლო რეგიონული დაძაბულობის ესკალაცია არ შედის საერთაშორისო თანამეგობრობის საერთო ინტერესებში“, – აღნიშნა სი ძინპინმა.