ბათუმში მიმდინარე  აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიან და მათ აგრესიულად ექცევიან. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ტელეკომპანია “იმედის”  ჩართვის აპარატი დააზიანეს, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტს.
ასევე ცნობილია, რომ აქციის მონაწილეებმა გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტს ხელი შეუშალეს მუშაობაში, როდესაც ის ცდილობდა გადაეღო, როგორ ყრიან ქვაფენილს დემონსტრანტები.