შს მინისტრი ბათუმში მიემგზავრება

ბათუმში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მიემგზავრება. ის ვითარებას ადგილზე გაეცნობა. მანამდე სტამბოლიდან ზურაბ პატარიძემ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, შს მინისტრისგან აქციაზე დაკავებული ექვსივე პირის გათავისუფლების გარანტია მიიღო.
ბათუმში აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი პოლიციელია. ისინი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს და პოლიციის მანქანა ამოატრიალეს, რის შემდეგაც სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები