ანი მიროტაძე: „ეროვნული ფორუმი“ მიიღებს პრეზიდენტის მიწვევას

“ჩვენ პრეზიდენტის მიერ გამართულ შეხვედრას დავესწრებით”,- ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ეროვნული ფორუმის“ წევრმა, ანი მიროტაძემ განაცხადა. ანი მიროტაძე თვლის, რომ შეთავაზება შეხვედრაზე დასასწრებად, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ყველა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო, ყურადღებამისაქცევია.
„სამწუხაროა, როცა ასეთი დონის შეთავაზებას სპექტაკლს უწოდებენ, რადგან შეთავაზება მიიღო მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა, „ეროვნული ფორუმი“ მიიღებს ამ მიწვევას. მე ვთვლი, რომ მაშინ, როცა კონსტიტუციაზე არის მსჯელობა და არის მუშა პროცესი, ასეთ შემთხვევაში, დეპუტატებს აქვთ საშუალება, სესიების ნაცვლად, დაესწრონ ასეთ შეხვედრებს. იმ საკითხებს, რომელიც უკავშირდება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მმართველი გუნდი არ უნდა უწოდებდეს სპექტაკლს“,-განაცხადა ანი მიროტაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები