საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის თემაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართება

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის თემაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს შეხვედრაა დაგეგმილი. შეხვედრა 15:00 საათისთვისაა დანიშნული. უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ სხდომას მმართველი გუნდი არ დაესწრება.
​როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განმარტა, მიზეზი პარლამენტის ხვალინდელი პლენარული სხდომაა. კახიანმა პრეზიდენტის უფლებამოსილებებისა და სტატუსის საკითხზე სატელევიზიო ეთერში პრეზიდენტის წარმომადგენელთან დებატების გამართვის მზადყოფნა გამოთქვა.
„ხვალ არის პლენარული სხდომა, მე პირადად, ვერ შევძლებ იქ მისვლას, მაგრამ შემიძლია მზადყოფნა გამოვთქვა, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში, ნებისმიიერ საკითხზე, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებებს ეხება, დავჯდე დებატებში პრეზიდენტის წარმომადგენელთან ერთად” , -განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისვლას გეგმავს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები