ზურაბ აბაშიძე: გამოკითხულთა 70 პროცენტი რუსეთთან დიალოგის მომხრეა

“გამოკითხულთა 70 პროცენტი რუსეთთან დიალოგის მომხრეა, მაგრამ დაახლოებით იგივე რაოდენობა ყველაზე სერიოზულ საგარეო საფრთხედ რუსეთს ხედავს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ კავკასიური სახლის ორგანიზებით მომზადებულ საერთაშორისო კონფერენციის მიმდინარეობისას განაცხადა, რომელიც რუსეთ-საქართველოს 25-წლიანი ურთიერთობის თემას მიეძღვნა.
აბაშიძის თქმით, რუსეთთან არსებული არაფორმალური დიალოგი ევროპული პროექტის განხორციელებას, გარკვეულწილად, ხელს უწყობს.
„ბოლო 3-4 წლის მანძილზე, თითქმის ერთი და იგივე სურათია. სადღაც 65, ხანდახან 70 პროცენტი გამოკითხულთა იმის მომხრეა, რომ რუსეთთან დიალოგი ვაწარმოოთ, მაგრამ დაახლოებით იგივე რაოდენობა რუსეთს ყველაზე სერიოზულ საგარეო საფრთხედ მიიჩნევს. ის, რომ ჩვენ გვაქვს რუსეთთან კომუნიკაცია და არაფორმალური დიალოგი, ეს, გარკვეულწილად, ხელს უწყობს ჩვენი ევროპული პროექტის განხორციელებასაც. ამას ჩვენი ევროპელი კოლეგები სულ გვეუბნებიან”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საერთაშორისო კონფერენციაში მეზობელი ქვეყნებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ექსპერტები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები