ნოდარ ებანოიძე: ეროვნული ბანკისთვის საგადასახადო ზედამხედველის ფუნქციის დაბრუნება ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო

“მოდელის შეცვლამ, საგადასახადო ზედამხედველის ფუნქციის დაბრუნებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკისთვის ამ ეტაპზე, არაფერი შეცვალა”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომისტმა ნოდარ ებანოიძემ განაცხადა.
ებანოიძე თვლის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა გარკვეული მუხლები, მათ შორის ისეთიც, რომელთა გარეშეც აზრი არ ჰქონდა ცვლილებას.
„უცბად აღმოჩნდა, რომ მეჭიაურის ჭკუაზე გაიარა მთელმა პარლამენტმა. ეროვნული ბანკისთვის საგადასახადო ზედამხედველის ფუნქციის დაბრუნება მხოლოდ მოდელის შეცვლას მოგვიტანს და რეალურ შედეგებს არ მოიტანს. ეროვნული ბანკისთვის საგადასახადო ზედამხედველის ფუნქციის დაბრუნება ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო. ეს გადაწყვეტილება მაინც ჰაერშია ჩამოკიდებული. არგუმენტები პარლამენტისგან ის იყო, რომ დღეს შექმნილმა სიტუაციამ ამის საჭიროება მოიტანა, ამ დროს კი საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა ისეთი მუხლები, რომელთა ამოქმედების გარეშე, აზრი არ აქვს ამ მოდელის შექმნას და საკითხი ისევ ჰაერში ჩამოკიდებული რჩება“, – განაცხადა ნოდარ ებანოიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები