ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ქალბატონებს სარვამარტოდ განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ბოლნისელ ქალბატონებს განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთა და ქალთა საერთაშორისო დღე კონცერტით მიულოცა. ქალთა დღე მანდილოსნებს ქართული ესტრადის მომღერლებმა მიულოცეს.
ლაშა ღლონტი, ციური მჭედლიძე, თამარ მეჭიაური, გიორგი გაბოძე, ავთანდილ ჩადუნელი და ტატო გოდერძიშვილი-ეს იმ მომღერლების ჩამონათვალია, რომლებმაც დამსწრე საზოგადოების განწყობაზე იზრუნეს.
კონცერტის დაწყებამდე, მასპინძლებმა ყველა სტუმარი ლამაზი თაიგულებით დაასაჩუქრეს. სპორტკომპლექსის 15 წარმატებულ ფრენბურთელ გოგონას კი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, ბუბა გობეჯიშვილმა მუნიციპალიტეტის გამგებლის სადღესასწაულო მისალოცი ბარათები გადასცა.
ლამაზი ღონისძიება საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქალბატონებმა საკუთარი განწყობა მქუხარე აპლოდისმენტებით გამოხატეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები