მეუფე იოანე: ვფიქრობ, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რამდენად ავთენტურია ეს ჩანაწერი

რუსთავის მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის თქმით, მას არ აქვს საფუძველი, არ ენდოს პროკურატურის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ჩანაწერებს, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძისა და ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის ფარულად ჩაწერილ საუბრებს ასახავს.
„არ მაქვს უფლება, არ ვენდო (პროკურატურას), მაგრამ ეს პროკურატურის პასუხისმგებლობის საკითხია“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა.
მისივე თქმით, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რამდენად ავთენტურია ეს ჩანაწერები.
“თვითონვე თქვეს, რომ გამოქვეყნებული მტკიცებულებები სრული არ არის. მე ვფიქრობ, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რამდენად ავთენტურია ეს ჩანაწერი. ეს ჩემს კომპეტენციას აღემატება. მამა გიორგის არ ვიცნობ. ფაქტობრივად, საპატრიარქოში ორ-სამჯერ მყავს ნანახი და არ ვიცოდი, რომელ ეპარქიაში მსახურობდა. ახლა გავიგე”, – განაცხადა მეუფე იოანემ სინოდის სხდომის დაწყებამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები