ოტია იოსელიანის წიგნის – „წერილები დაჩის“ წარდგენა გაიმართება

10 მარტს, 19:00 საათზე, „თი-ბი-სი გალერეაში“,  ოტია იოსელიანის წიგნის – „წერილები დაჩის“ (დეა სოსელიას ილუსტრაციებით) წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ღონისძიების პარალელურად,  მხატვარ დეა სოსელიას ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ოტია იოსელიანის „წერილები დაჩის“ თაობებს შორის დიალოგის ანაბეჭდია. დაჩი მწერლის ვაჟია და იმის მიუხედავად, რომ კრებულს მისი სახით კონკრეტული ადრესატი ჰყავს, ბარათების ფორმით დაწერილი ეს ნოველები, ჩანაწერები თუ მინიატიურები მაინც სცილდება კონკრეტულ საზღვრებს და ადრესატში არა მხოლოდ ზოგადად ახალგაზრდა თაობას მოიაზრებს, არამედ ყველა სავარაუდო მსმენელსა თუ მკითხველს.
მეგობრობა, მარტოობა, შემოქმედება, პატივმოყვარეობა და სულგრძელება, სამშობლო, რწმენა… კრებულში უამრავი თემა იყრის თავს. თითოეულზე დაფიქრება, განსჯა და გადაწყვეტილების მიღება ცხოვრების გზას განსაზღვრავს. არჩევანის გაკეთება სწორსა და არასწორს, რთულსა და იოლს, ულმობელსა და მომხიბვლელს შორის ადვილი ნამდვილად არ არის. მაგრამ, როგორც მწერალი ამბობს, „იმით გაიზომები და შეფასდები – რა გინდოდა, რა გწამდა და რას ეცადე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები