კომპოზიტორ მაიკო ელოშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართება

17 მარტს, 17-დან 20 საათამდე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, საქველმოქმედო საღამო გაიმართება, კომპოზიტორ მაიკო ელოშვილის დასახმარებლად. როგორც „კვირას“ ორგანიზატორმა, პოეტმა ნინო მოდრეკილაძემ განუცხადა, კომპოზიტორს ჯანმრთელობის გაუარესების გამო საზოგადოების თანადგომა ესაჭიროება. საღამოზე იქნება პოეზია, მუსიკა, გაიყიდება შემოწირული წიგნები და ნახატები.
მაიკო ელოშვილი: ,,სამი წელია ვიბრძვი სიცოცხლისთვის. ვებრძვი ძუძუს კიბოს. ვიმკურნალე. მეგონა ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ რეციდივი განმეორდა ფილტვებზე. ფილტვებში არის მრავლობითი მეტასტაზური დაზიანება. მჭირდება ერთწლიანი ძვირად ღირებული მკურნალობა და ასევე PET სკანირება, რომელიც კეთდება თურქეთის კლინიკებში. შესაძლოა, საჭირო გახდეს მკურნალობის გაგრძელება თურქეთის კლინიკაში. ეს დამოკიდებულია გამოკვლევის პასუხზე. დღეს მქონდა საუბარი ექიმთან. საქმე არც ისე მარტივადაა. სამწუხაროდ”…
მაიკო ელოშვილის დასახმარებლად გახსნილია ანგარიში „თი-ბი-სი ბანკში“: GE35TB7000000365164288. მიმღები მაია ელოშვილი.
ნინო მოდრეკილაძის თქმით, უკვე არის შემოწირული წიგნები და ნახატები, რაც 17 მარტს სიმბოლურ ფასად გაიყიდება. საღამოში ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება და ნახატის, წიგნის, ნებისმიერი ნივთის შემოწირვა…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები