ედიშერ ქარჩავა: შორენა თეთრუაშვილისთვის გაუგებარია, რა მოტივით უნდა განეხორციელებინა მამა გიორგი მამალაძეს მკვლელობა

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ვერსია, თითქოს გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა ციანიდი, აბსურდულია“, – ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ქარჩავას განმარტებით, შორენა თეთრუაშვილისთვის გაუგებარია, რა მოტივით უნდა განეხორციელებინა მამა გიორგი მამალაძეს მკვლელობა, ვინაიდან მათ შორის არანაირი კონფლიქტი არ არსებობდა.
„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ვერსია, თითქოს გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა ციანიდი, აბსურდულია. ამას ქალბატონი შორენა არ ადასტურებს. ასევე, არ ადასტურებს გაუგებარ, თითქოსდა თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ასევე აბსურდულია. მამა გიორგის ეს მსჯელობა, ალბათ, გარკვეულწილად, დასაბუთებული უნდა იყოს. დანარჩენი თუ რამე შეკითხვა იყო პროკურატურის მხრიდან, ქალბატონმა შორენამ აბსოლუტურად ყველაფერზე პასუხი გასცა”, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
საპატრიარქოს იურისტი აცხადებს, რომ ბრალდებულის ჩვენებაში სავარაუდოდ, საუბარი იმ მტკიცებულებებზეა, რომლებიც გამოქვეყნდა. ედიშერ ქარჩავას განმარტებით, საქართველოს საპატრიარქო ოფიციალურ განცხადებას ვებგვერდზე მოგვიანებით გამოაქვეყნებს. მთავარმა პროკურატურამ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები და მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ დეკანოზი მამალაძე, სავარაუდოდ, პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს „დასაბრედს“ უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები