წმინდა სინოდის სხდომა ხვალ გაიმართება

​საპატრიარქოში ხვალ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. წმინდა სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხები წინასწარ უცნობია. სავარაუდოდ, სხდომაზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძისა საქმესთან დაკავშირებით და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელებენ. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ დავით შარაშენიძის ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომა საქართველოს საპატრიარქოში უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თავმჯდომარეობით ჩატარდება.
წმინდა სინოდის ბოლო სხდომა გასული წლის 22 დეკემბერს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები