გიორგი ალიბეგაშვილმა ქალბატონებს რვა მარტი მიულოცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა სხვადასხვა პროფესიის ქალბატონებს რვა მარტი მიულოცა.
გიორგი ალიბეგაშვილმა საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლე ქალბატონებს მიულოცა ქალთა საერთაშორისო დღე.
„მინდა ჩვენს დედაქალაქში მცხოვრებ ყველა ქალბატონს მივულოცო დღევანდელი დღე. მინდა გულწრფელი სიყვარული და პატივისცემა გამოვხატო მათ მიმართ, ვუსურვო ჯანმრთელობა, წარმატება, შვილების სიმრავლე, ხვავი, ბარაქა“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები