პრეზიდენტს შესაძლოა, შეწყალებასთან დაკავშირებული უფლებამოსილება შეეზღუდოს

”ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის გათვალისწინებით, პრეზიდენტს მსჯავრდებულთა შეწყალებასთან დაკავშირებული წესები შესაძლოა, კანონით განესაზღვროს. პროექტის თანახმად, მსჯავრდებულების შეწყალება კვლავ პრეზიდენტის უფლებამოსილებად რჩება, თუმცა იქვე კეთდება მითითება, რომ ეს კანონით დადგენილი წესით უნდა მოხდეს.
კონსტიტუციის გათვალისწინებით, პატიმრების შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. პრეზიდენტის ბრძანებითვე არის დარეგულირებული შეწყალებასთან დაკავშირებული წესები და პირობები. მმართველი გუნდის მიერ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილება კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს კანონმდებელი კანონით განუსაზღვრავს, თუ რა ვადებში, როდის, რა წესებითა და რა პირობების არსებობისას შეიძლება შეიწყალოს მან მსჯავრდებულები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები