თინათინ ბახტაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება

9 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში  თინათინ ბახტაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ფოლკლორის ცენტრში განუცხადეს, გამოფენა 17 მარტამდე გაგრძელდება.
თინათინ ბახტაძე დაიბადა თბილისში. 1997 წელს წარჩინებით დაამთავრა მ. თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული სასწავლებელი. 2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი, ტანსაცმლის მხატვარ-მოდელიერის კვალიფიკაციით.
2013 წლიდან არის საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი კავშირის წევრი. მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში. მონაწილეობდა მრავალ გამოფენაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები