მგალობელ-მომღერალთა გუნდ ,,დიდგორის” მესამე აუდიოალბომის წარდგენა გაიმართება

9 მარტს, 20 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში მგალობელ-მომღერალთა გუნდ ,,დიდგორის” მესამე აუდიოალბომის წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ალბომში ,,სიმღერა, როგორც ცხოვრების წესი” შესულია სიმღერები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
ალბომი გამოიცა ფონდ ,,ქართული გალობის” ფინანსური მხარდაჭერით ხმის ჩამწერ სტუდიაში „მრავალჟამიერი“. დიზაინერი: სანდრო ქათამაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები