გია ჟორჟოლიანს მიაჩნია, რომ სტრასბურგის სასამართლო განიხილავს სარჩელს – „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს წინააღმდეგ

„რუსთავი – 2“- ის ირგვლივ წამოწყებული დავა არის ამ ტელეკომპანიის მესაკუთრეებს შორის წამოწყებული დავა”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა განცხადა.
ჟორჟოლიანს მიაჩნია, რომ სტრასბურგის სასამართლო ამ ეტაპზე განიხილავს სარჩელს – „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს წინააღმდეგ. ჟორჟოლიანი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ არ ჩაერიონ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წამოწყებულ კამპანიაში.
„საქართველოში მიმდინარეობს მეორე დიდი საქმე, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს წინააღმდეგ. მე მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ არ ჩაერთონ იმ კამპანიაში, რომელსაც ეს მოძრაობა აწარმოებს ქვეყნის წინააღმდეგ. მე ვგულისხმობ ამ საქმის პოლიტიკურ ნაწილს, სასამართლოს გადაწყვეტილებები ჩემი საქმე არ არის. „რუსთაი-2“-ის პოლიტიკა აგებული იყო მანიპულირებაზე. მე ვთვლი, რომ დავა მიმდინარეობს მესაკუთრეებს შორის, რაც შეეხება სიტყვის თავისუფლების დაცვას, მე ვთვლი, რომ მომხმარებელი და მაყურებელი ხშირად ხდება დასაცავი იმ მანიპულირებისგან, რასაც ეს ტელეკომპანია აწარმოებს“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები