ზაზა ოქუაშვილი: „იბერია“ მაშინდელ მთავრობას არ გაურიგდა

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან“ გახდა, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, აჭარის უმაღესი საბჭოს სხდომას, პირველად დაესწრო. სხდომაზე მას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი ბანერი გაშალეს, რაც დეპუტატმა ნინო ჩხეტიანმა გააპროტესტა და აღნიშნა, რომ უხერხულია, „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი ბანერი იქ გაშალო, სადაც ზაზა ოქუაშვილია.
„2014 წლის 19 თებერვალს მაშინდელი ხელისუფლება სწორედ ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ სხვა კომპანიებში შევიდა და დაარბია,“ – აღნიშნა ჩხეტიანმა.
„იბერიას“ საქმეში მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართულები,“ – განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა ზაზა ოქუაშვილმა უმაღლესი საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ.
„ის ხალხი, ვინც ასე აქტიურადაა დღეს ჩართული „რუსთავი 2“-ის საქმეში, მაშინაც აქტიურად იყო ჩარეული „იბერიას“ საკითხში. პროკურატურა ამ საქმეს იძიებს და მალე ალბათ, გამოძიების შედეგებსაც ვნახავთ. ამიტომ, არ მინდა, უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღიო  და კონკრეტულ პირებამდე დავიდე თუმცა მთავრობის მაშინდელი უმაღლესი ეშელონი შეთანხმებულად მოქმედებდა. სწორედ ამ ამ ჯგუფის მოქმედებებმა ჩააგდო „რუსთავი 2“ ამ დღეში, რომელშიც დღეს არის,“ – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ზაზა ოქუაშვილმა და დასძინა, რომ ტელეკომპანია „იბერია“ მაშინდელ მთავრობას არ გაურიგდა და დღემდე სწორედ ამან მოიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები